ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,ლევანი მოვიდა საღ-სალამათი, მაგრამ ტანსაცმელ-შემოხეული“ – ვიკა ბუკია

,,ლევანი მოვიდა საღ-სალამათი, მაგრამ ტანსაცმელ-შემოხეული“ – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია მეუღლის, პარტია ,,საქართველოსთვის” წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც რუსთაველზე დააკავეს:
,,ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ლევანი კარგადაა, ახლა ვესაუბრე, მას ისევ რუსთაველზე ნახავთ. მოვიდა საღ-სალამათი, მაგრამ ტანსაცმელ-შემოხეული. ნახავდით რამდენი კაცი შეესია:)
მადლობა მხარდაჭერისთვის, მერიდება კიდეც ლევანზე საუბარი, ამდენი უსამართლოდ დაკავებული პატარა ბიჭების და მოშიმშილეების ფონზე. აუცილებლად გავიმარჯვებთ, ვერაფერს ივანიშვილი ვერ გახდება. დღევანდელი დღე იყო მაინც ძალიან ლამაზი: რუსთაველზე მივედი და ჩემი თვალით ვნახე ხალხმა როგორ გაყარა თვითმარქვია პოლიცია. ასე გავდევნით რეჟიმს ამ ქვეყნიდან.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.