ლეგენდარული სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, ლეგენდარული სოპრანო, ქალბატონ მედეა ამირანაშვილი. თბილისის კონსერვატორიის სახელით, ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, საოპერო, სახელოვნებო საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს.“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება