არქივი8 იანვარი, 2024, 17:42
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ი ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ, რომ ჩემი ქმარი და ჩვენი მამა, ფრანც ბეკენბაუერი, გუშინ, კვირას, ოჯახის გარემოცვაში, ძილში მშვიდად გარდაიცვალა. ვითხოვთ, რომ მშვიდად გლოვის საშუალება მოგვცეთ და კითხვების დასმისგან თავი შეიკავოთ“, - ნათქვამია ფეხბურთელის ოჯახის განცხადებაში.
გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერი მსოფლიო ჩემპიონი 1974 წელს ფეხბურთელის, ხოლო 1990 წელს მწვრთნელის რანგში გახდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.