ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი მარიო ზაგალო 92 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ზაგალო ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი სხვადასხვა რანგში ოთხჯერ მოიგო.
ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ზაგალომ ფეხბურთელის რანგში 1958 და 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო, 1970 წელს კი წვრთნიდა მუნდიალის ტრიუმფატორ გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც პელე, ჟაირზინიო და კარლოს ალბერტო თამაშობდნენ.
1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ასევე ბრაზილიელთა გამარჯვებით დასრულდა, ზაგალო ნაკრების მწვრთნელის, კარლოს ალბერტო პარეირას ასისტენტი იყო. 1998 წლის მუნდიალზე ზაგალოს გაწვრთნილი ნაკრები ფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ საფრანგეთთან დამარცხდა.
ზაგალო იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა – მოგვიანებით ეს მიღწევა გერმანელმა ფრანც ბეკენბაუერმა და ფრანგმა დიდიე დეშამმა გაიმეორეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.