,,ლეგალიზაცია ანუ დაკანონება, ერთადერთი გზაა მრავალი მავნებლობის შესამცირებლად“ – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
,,ლეგალიზაცია ანუ დაკანონება, ერთადერთი გზაა მრავალი მავნებლობის შესამცირებლად, იქნება ეს ნარკოდამოკიდებულება, ტრეფიკინგი პროსტიტუციისას, იარაღით მკვლელობები თუ სხვა.
დაკანონება გზას უკეტავს არალეგალურ ქმედებას, მკაცრად სვამს კანონის ჩარჩოში, მეტ შესაძლებლობას ქმნის კონტროლისა და პასუხისმგებლობისათვის და ა.შ.
არასდროს მიცხოვრია კლუბური ცხოვრებით, არასდროს გამისინჯავს არანაირი ნარკოტიკი, მარიხუანაც კი არასდროს გამისინჯავს, მაგრამ მყარად მჯერა, რომ მისი მავნებლობის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ კანონში მოქცევითა და კონტროლით, ამიტომაც მიმაჩნია რომ ისიც უნდა იყოს ლეგალური, რაც კანონისმიერი კონტროლის მეტ სივრცეს ქმნის და ამცირებს ე.წ. “იატაკქვეშეთურ ბიზნესს”, რომლებსაც, როგორც წესი, ძალაუფლების წარმომადგენლები ანხორციელებენ.”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა, უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება – ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი

ნანა დიხამინჯია: სინამდვილეში, უკვე წლებია, ყველაზე დიდი სიწმინდე – გელათია შეურაცხყოფილი… მერე იმათ მივადგეთ, ვინც სკოლების ფული შეჭამა და ვის გამოც ათიათასობით ბავშვი დადის დანგრეულ სკოლაში