ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ლგბტ პროპაგანდას „ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს, ეს არის თემა, რომელიც მათ ძალიან აწუხებთ” – ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერი. მამუკა ხაზარაძე, ლგბტ პროპაგანდაზე დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ ახალი თემა მოიფიქრა ოცნებამ, მაშინ, როცა ერი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვებას ზეიმობს და მაშინ, როცა ქვეყანაში ამდენი რეალური პრობლემაა.
„ეს არის ახლა თემა, როცა გმირებზე ვსაუბრობთ? ლგბტ პროპაგანდას „ქართული ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს. ასევე, „ქართული ოცნების“ „ლიდერშიპი“. ეს არის თემა, რომელიც მათ ძალიან აწუხებთ.
შობადობა რომ მცირდება და ოჯახები რომ ინგრევა, ოჯახებს და შვილებს, რომ „სკაიპით” ზრდიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში ემიგრაციაში არიან, აი, ეს არის პრობლემა. უმუშევრობა რომ არის, ეს არის პრობლემა. შემოსავალი რომ არ აქვს ხალხს, ეს არის პრობლემა. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველაზე მთავარი, რაც არის იმაზე გავაკეთოთ აქცენტი, – ამბობს ხაზარაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.