ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშხი: მნიშვნელოვანი იყო ის გამოხმაურებები, რაც ჩვენს პირველ ლედის გამოსვლის შემდეგ ჰქონდა, ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომპლიმენტებით აავსო პირველი ლედი(ვიდეო)

ლაშხი: მნიშვნელოვანი იყო ის გამოხმაურებები, რაც ჩვენს პირველ ლედის გამოსვლის შემდეგ ჰქონდა, ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომპლიმენტებით აავსო პირველი ლედი(ვიდეო)
"საქართველოს პირველი ლედის ჰქონდა შესაძლებლობა იმ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად წარმოეთქვა სიტყვა და ქართველი ხალხის ხმა გაეჟღერებინა სახელმწიფო დეპარტამენტში და გაეჟღერებინა ის ძირითადი მიმართულებები და ის პრინციპები, რასაც საქართველო ემსახურება, როგორც ბავშვის ინტერესების დაცვის კუთხით, ასევე ციფრული გამოწვევების ფონზე, ჩვენი ეკონომიკური-ტექნოლოგიური განვითარების კუთხით...
მნიშვნელოვანი იყო ის გამოხმაურებები, რაც ჩვენს პირველ ლედის გამოსვლის შემდეგ ჰქონდა, ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომპლიმენტებით აავსო პირველი ლედი და თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი ნაწილი მის გამოსვლაში იყო, ის რომ დედური ინსტინქტის ტრანსფორმაცია ხდება გლობალურ მოძრაობასა და გაერთიანებაში" | ამბობს მარიამ ლაშხი, ყაველაშვილის მეუღლეზე თამარ ბაგრატიონზე.
🔴 გუშინ თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.