ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული

სპორტული ჟურნალისტი ლაშა წიკლაური:
რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული. ისე გახდა 31 თუ 32 წლის რომ იქამდე არავის მიუწვევია ნაკრებში, არავის გახსენებია . . .
და აი, საფეხბურთო თვალსაზრისით სიბერეში ვილი სანიოლმა მას ეროვნულ ნაკრებში დაუძახა და ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა !
სწორედ სანიოლმა მისცა მას საშუალება რომ იმ დიდი ისტორიის ნაწილი გამხდარიყო, რამაც გველესიანი მთელ საქართველოს გააცნო და შეაყვარა . . .
სწორედ სანიოლმა დააყენა ის საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში პორტუგალიის ნაკრების წიინააღმდეგ, სადაც კრიშტიანო რონალდოს გაუკეთა ვარდნა (ე.წ. პადკატი) და იმ ერთმა ვარდნამ იქამდე მთელი მისი საფეხბურთო კარიერა გადაწონა . . .
ის რომ გველესიანმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ისტორია დაწერა, მხოლოდ ამით გამართლდა ზოგადად მისი საფეხბურთო კარიერა !
გველესიანს მომავალში სწორედ ევროპის ჩემპიონატზე შეუძლია რომ ელაპარაკოს შვილიშვილებს და იამაყოს იმით რომ ამ ისტორიის ნაწილი იყო !
მოკლედ, გიორგი გველესიანი როგორც ფეხბურთელი დაიბადა მას შემდეგ, რაც ის საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს და ევროპის ჩემპიონატზე ათამაშეს !
ეს ყველაფერი კი გააკეთა ვილი სანიოლმა !!!
მაგალითად მე, გიორგი გველესიანის ადგილას, საფეხბურთო კარიერას რომ დავამთავრებდი და პირველი ინტერვიუ მექნებოდა, ამ ინტერვიუს თავში, შუაში და ბოლოში გრანდიოზულ მადლობას გადავუხდიდი სანიოლს რომ მან ჩემ ფეხბურთელობას მისცა აზრი, შინაარსი და გამართლება !
რაც შეეხება თვითონ გველესიანს, ის გამოვიდა და სანიოლი კარგად გემრიელად გააკრიტიკა – და ბოლოს დაამატა:
ჩვენ მისი შეფასებისას ყოველთვის პოლიტკორექტულები ვართ, თავად კი არასდროსო . . .
საერთოდ, უ მ ა დ უ რ ო ბ ა ძალიან ცუდი რამეა . . .

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლევან ჟორჟოლიანი – პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაიწყო – დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ორგანიზებით ტარდება