ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

“ლეიბორისტული პარტიის” წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
იგი პოლიციამ დღეს, 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო დააკავა.
ჩხარტიშვილის თქმით, სასამართლოს შენობაში მას და სხვა დაკავებულებს ადვოკატის ნახვის საშუალება არ მისცეს.
“ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი გამოირჩევა არამარტო უსამართლობით და უკანონობით, ასევე ამორალურობითაც. მე დაკავების მომენტშივე განვუმარტე პოლიციას, რომ მზად ვიყავი, ოქმზე მომეწერა ხელი და ხვალ გამოვცხადებულიყავი, რადგანაც დღეს დედაჩემის ორმოცი იყო.
მაგრამ მაინც სასამართლო დარბაზში წარმადგინეს, როგორც ჩანს მათი უფროსობიდან ვინმე მიხვდა, რომ ეს მათთვის წამგებიანი იყო პიარული თვალსაზრისით. პიარის გარდა, მათთვის ადამიანის სიცოცხლეს მნიშვნელობა არ აქვს – არც ორმოცს, არც ოჯახს, არც ტრადიციას. ამიტომ დედაჩემის ორმოცი გამატარებინეს საკანში ხელბორკილებით.
როგორც მე, ასევე ყველა დაკავებულს დაურღვიეს კონსტიტუციური უფლება, რადგანაც მათთან ადოვკატი არ მისულა. სასამართლომდე არავის ადვოკატი არ უნახავს. მე უბრალოდ, იმის გამო, რომ ლაივის ჩართვა მოვასწარი, მაგიტომ მოვიდა ადვოკატი პროცესზე.
მედავებოდნენ რუსთაველის გადაკეტვას. მე სრულიად შეგნებულად ვმონაწილეობ ხოლმე ამ ტიპის აქციებში და ვფიქრობ, რომ ჩვენ, თუნდაც 15 დღიანი პატიმრობით, წვლილი უნდა შევიტანოთ საკუთარი სამშობლოს გათავისუფლებაში“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”