არქივი19 ოქტომბერი, 2025, 16:28
ლაშა ჩხარტიშვილი გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს. სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ჩხარტიშვილის დედის ორმოცი იყო

"ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს. ფაქტის ამსახველ ვიდეოს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს.
რუსთაველის გამზირის გადაკვეტის ბრალდებით ჯამში, უკვე 9 პირია დაკავებული.
მათ 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ჩხარტიშვილი დედის ორმოცზე დაიჭირეს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.