ლაშა ქარდავა – აფხაზეთის მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაზარალებული მოქალაქეების დახმარების საკითხებზე იმუშავებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორთაჭალაში, აფეთქების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების საკითხებზე იმუშავებს, – ამის შესახებ აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ კლინიკაში დაზარალებული მოქალაქის მონახულებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს.
„აფხაზეთის მთავრობა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს. კლინიკაში მყოფი ერთ-ერთი დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და პერსონალი ყველაფერს აკეთებს მისი დასტაბილურებისთვის, დანარჩენი ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკიდან გაწერილია“, – განაცხადა ლაშა ქარდავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა, უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება – ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი

ნანა დიხამინჯია: სინამდვილეში, უკვე წლებია, ყველაზე დიდი სიწმინდე – გელათია შეურაცხყოფილი… მერე იმათ მივადგეთ, ვინც სკოლების ფული შეჭამა და ვის გამოც ათიათასობით ბავშვი დადის დანგრეულ სკოლაში