ლაშა ფარულავა – ქურდი ქურდს სთხოვს, ფული მომიტანეო – ივანიშვილმა ყველას მოაპარვინა, გასვარა და ახლა ეუბნება, ნახეთ, რას ვუკეთებ ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, ფარცხალაძეს – ყველა „ქოცი“ ხაფანგშია

სუს-ი და პროკურატურა ამტკიცებს, რომ კორუფციული მმართველობა იყო საქართველოში – ივანიშვილმა ყველას მოაპარვინა, ყველა გასვარა და ახლა ყველას ეუბნება, ნახეთ, რას ვუკეთებ ღარიბაშვილს, ლილუაშვილს და ფარცხალაძეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ლაშა ფარულავას თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ივანიშვილის შურისძიება.
„ივანიშვილმა შექმნა სისტემა, სადაც ბიუროკრატია მდიდრდება ხალხის ხარჯზე. ბიუჯეტის ხარჯზე შეიქმნა „ქოცელიტა“, რეალურად, ეს არის ივანიშვილის სისტემა, რუსული ხაფანგი და დღეს აბსოლუტურად ყველა „ქოცი” არის ამ ხაფანგში. ივანიშვილმა გამოიყენა ხაფანგი იმისთვის, რომ დღეს მათ არ აქვთ თანაგრძნობის გამოხატვის უფლება, მხარდაჭერისა და სოლიდარობის უფლება. ვერც ირაკლი ღარიბაშვილზე, ვერც ლილუაშვილზე, ვერც ფარცხალაძეზე ხმას ვერ იღებენ. დღეს თუ ვინმე არის მონობის ნათელი მაგალითი, არის „ქოცელიტა“. ირაკლი ღარიბაშვილი მათთვის ლიდერი იყო, თუ მზე იყო ივანიშვილი, მთვარე იყო ღარიბაშვილი. თანაგრძნობის უფლება წართმეული აქვს ყველა „ქოცს“.
ეს არ არის სამართლებრივი პროცესი კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ეს არის ივანიშვილის შურისძიება ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძის და მათი მეგობრობის მიმართ. მოტივი რა არის? შიდა დაპირისპირებაა თუ ივანიშვილს სხვა საფრთხე აქვს და ფულის ამოღება დაიწყო ამ ჯგუფიდან, ამას ჩვენ დღეს ვერ გავიგებთ. თუმცა ფაქტია ის, რომ ეს ნამდვილად არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ივანიშვილის შურისძიება ამ სამეულთან დაკავშირებით. ეს არ არის პოლიტიკური დაჯგუფება, ეს არის ბანდიტური დაჯგუფება. ქურდი ქურდს სთხოვს ფული მომიტანეო. ივანიშვილმა ყველას მოაპარვინა, ყველა გასვარა და ახლა ყველას ეუბნება, ნახეთ ღარიბაშვილს რას ვუკეთებ, ლილუაშვილს რას ვუკეთებ და ფარცხალაძეს რას ვუკეთებ“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ტიპი გამოვიდა, დეპუტატს უწოდებს თავის თავს, და თქვა, დაგეგმილი იყო დენის გათიშვა და განზრახ არ შეგატყობინეთო. ანუ იცოდნენ და გაწირეს ადამიანები. აქ არ გაჩერდა, მე თვითონ ლიფტში გავიჭედე და მიხარიაო

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ