ლაშა ფარულავა – ირაკლი კობახიძე იქნება სწორედ ის ადამიანი, რომელსაც მოუწევს იმ არჩევნების შედეგების აღიარება, რომელიც იქნება ქართველი ხალხის ნება

სახე დაკარგული და რეპუტაცია შელახული ბიძინა ივანიშვილი პროდასავლური ოპოზიციისთვის საახალწლო საჩუქარია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში, ეს ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით მთავრდებოდა.
ფარულავას განცხადებით, სწორედ კობახიძეს მოუწევს იმ არჩევნების შედეგების აღიარება, რომლითაც “რუსული მმართველობა დამარცხდება”.
„სახე დაკარგული და რეპუტაცია შელახული ბიძინა ივანიშვილი პროდასავლური ოპოზიციისთვის არის საახალწლო საჩუქარი. ის შემოვიდა საჯარო პოლიტიკაში, პირადად არის ავტორი და შემოქმედი კორუფციული სისტემის. მან მოინდომა საბჭოთა სისტემის რესტავრაცია, რაც არ გამოვიდა ბოლომდე და ქართველი ხალხი გამოუტანს მას განაჩენს. ირაკლი კობახიძე იქნება სწორედ ის ადამიანი, რომელსაც მოუწევს იმ არჩევნების შედეგების აღიარება, რომელიც იქნება ქართველი ხალხის ნება და ნება იქნება იმ თვალსაზრისით გამოხატული, რომ საბოლოოდ დამარცხდება ქვეყანაში საბჭოთა სისტემა და რუსული მმართველობა”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე