ლაშა ფარულავა – ივანიშვილის კრიმინალური ბანდა დასავლეთს ლანძღავს და მეორე მხრივ, საფრანგეთის სახელმწიფოსთან კონკრეტულ პროექტზე ხელშეკრულებას აფორმებს

ივანიშვილის კრიმინალური ბანდა დასავლეთს ლანძღავს და მეორე მხრივ, საფრანგეთის სახელმწიფოსთან კონკრეტულ პროექტზე ხელშეკრულებას აფორმებს, რომელიც რეგიონებში უნდა განხორციელდეს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ივანიშვილისთვის და მისი მთავრობისთვის მთავარი ამოცანაა ფულის შოვნა და არა ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება, მათ შორის რეგიონებში.
„თუ რამე არის გაუმჭვირვალე, სწორედ ის პროექტებია, რომლებიც კონკრეტულ მოქალაქეებს უნდა ემსახურებოდეს, უნდა აგვარებდეს წყლის, გზის პრობლემას, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული პროექტები არ ხორციელდება, არის დროში ჩამორჩენები და ამით მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ბანდა სარგებლობს“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო