ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ფარულავა - თბილისის შემოვლითი გზის პროექტის შეჩერება კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის ბოროტმოქმედება არის, რის შედეგადაც თბილისი საცობებით სავსე ქალაქად იქცა

თბილისის შემოვლითი გზის პროექტის შეჩერება კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის ბოროტმოქმედება არის, რის შედეგადაც თბილისი საცობებით სავსე ქალაქად იქცა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ თბილისის შემოვლითი რკინიგზის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, კორუფცია და დანაშაულებრივი უმოქმედობა ამ ქვეყანაში 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.
„ოჯახები, შვილებთან ერთად, საათობით ატარებენ დროს საცობებში და იმის ნაცვლად, რომ ბავშვები სწავლაზე ფიქრობდნენ, საცობებში ყოფნა და ყოველდღიურად დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა უწევთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ. არჩევანი მარტივია: ვირჩევთ ერთიანობას, მიხეილ სააკაშვილის გზას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავს, ან ვირჩევთ ივანიშვილის კორუფციულ ჭაობს, რომელსაც იზოლაციისკენ და უპერსპექტივობისკენ მივყავართ. ეს გულგრილობა, კორუფცია და დანაშაულებრივი უმოქმედობა ამ ქვეყანაში 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ. თბილისი აუცილებლად იქნება ევროპული ქალაქი, ქალაქი საცობების გარეშე, სადაც ეკოლოგია ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.