ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ფარულავა - ვიდრე „ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები გაარკვევენ ვინ მიაწოდა ინფორმაცია ამერიკულ მხარეს, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთიანობით დაამარცხებს ამ კრიმინალურ რეჟიმს

ვიდრე „ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები გაარკვევენ ვინ მიაწოდა ინფორმაცია ამერიკულ მხარეს, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთიანობით დაამარცხებს ამ კრიმინალურ რეჟიმს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ჰელსინკის კომისიის განცხადება კონკრეტულ მატერიალურ მტკიცებულებას ეყრდნობა.
„ჰელსინკის კომისიის განცხადება ცხადია, ეყრდნობა კონკრეტულ მატერიალურ მტკიცებულებას, ფაქტს, რომელიც ამერიკულ მხარეს, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენელმა მიაწოდა. სანამ “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები გაარკვევენ ვინ მიაწოდა ინფორმაცია ამერიკულ მხარეს, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთიანობით დაამარცხებს ამ კრიმინალურ რეჟიმს, რომელიც აგროვებს „შავ ფულს“ და ამ „შავი ფულით“ ებრძვის დემოკრატიულ ოპოზიციას საქართველოში. ქართველი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ამ მოღალატე რეჟიმს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.