ლაშა ტყეშელაძე – ხელისუფლება მუდმივად იწყებს იმ ადამიანების დევნას, ვისაც სურს ევროპული მომავალი, ამიტომ ადვოკატები, ყველა იმ ადამიანს გავუწევთ უფასო იურიდიულ მომსახურებას, ვის უფლებებსაც დაარღვევენ

ხელისუფლება მუდმივად იწყებს იმ ადამიანების დევნას, ვისაც სურს ევროპული მომავალი, ამიტომ ჩვენ, ადვოკატები, ყველა იმ ადამიანს გავუწევთ უფასო იურიდიულ მომსახურებას, ვის უფლებებსაც დაარღვევენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ, ორშაბათს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა
ლაშა ტყეშელაძის თქმით, „ხალხს არ სურს რუსული კანონი“.
„ორშაბათს იწყება “რუსული კანონის” განხილვა, დაგეგმილია აქციები. ხალხს არ სურს “რუსული კანონი”, ხელისუფლება კი მუდმივად იწყებს იმ ადამიანების დევნას, ვისაც სურს ევროპული მომავალი. ჩვენ, ადვოკატები, ყველა იმ ადამიანს გავუწევთ უფასო იურიდიულ მომსახურებას, ვის უფლებებსაც დაარღვევენ, კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს ვისაც შეუზღუდავენ. ჩვენ არავის დავტოვებთ სისტემასთან მარტოს! ვიქნებით ყველგან, სადაც დაირღვევა ადამიანის უფლებები. არა რუსულ კანონს!“, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს