ლაშა ტყეშელაძე – კანონი პირდაპირ ამბობს, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შეთითხნილი, პოლიტიკური და გამოგონილი

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული.
როგორც ლაშა ტყეშელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, იმ ადამიანებს, ვინც დღეს კანონს არღვევენ, აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება.
„საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ პირდაპირ ამბობს, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შეთითხნილი. ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის პოლიტიკური და გამოგონილი. მინდა კანონიდან წავიკითხო ციტატა, სადაც პირდაპირ წერია: „დაპირებასთან დაკავშირებული აკრძალვა არ შეეხება პოლიტიკურ და საარჩევნო დაპირებებს, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას“. ამ კანონიდან პირდაპირ ჩანს, რომ ლევან ხაბეიშვილის მიმართ პოლიტიკური დავალება, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიამ გასცა, მთავარმა პროკურორმა პირდაპირ შეასრულა, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან არ არსებობს კანონი, რომ ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალი წაეყენებინათ.
საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ პოლიტიკური დაპირების გამო ადამიანი დაეკავებინათ და ბრალი წაეყენებინათ. სხვადასხვა ინტერპრეტაციები მოჰყვა პროკურატურისგან, პოლიტიკოსებისგან, ე.წ. იურისტებისგან და მე დღეს მოვიტანე განცხადება, კანონი. დავუტოვებ პროკურატურას, როდესაც თავისუფალი ადამიანები გაიმარჯვებენ, მერე არავინ თქვას, რომ ეს კანონი არავის ჰქონდა წაკითხული. ყველა სამართალდამრღვევს ვეტყვი, რომ თქვენთან აუცილებლად მოვა კანონი და სამართალი, როდესაც თავისუფალი ადამიანები გაიმარჯვებენ და ნუღარ შეასრულებთ პოლიტიკურ დავალებებს“, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ბრალდებით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა