ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ტყეშელაძე - ევროკავშირის 14-მილიარდიანი დახმარება, უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, ამ ყველაფერს წინ ეღობება ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ

ლაშა ტყეშელაძე - ევროკავშირის 14-მილიარდიანი დახმარება, უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, ამ ყველაფერს წინ ეღობება ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ

ევროკავშირის 14- მილიარდიანი დახმარება, უვიზო მიმოსვლა აშშ-თან, ამ ყველაფერს წინ ეღობება ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ და საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ის სიკეთეები, რომელიც მოდის დასავლეთიდან,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 14 მილიარდიანი დახმარება მოხმარდება საქართველოს მოქალაქეებს.
„26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი. ამის შემდეგ ჩვენ შევქმნით ევროკავშირის დახმარებით და ევროკავშირის სტანდარტით ანტიკორუფციულ ბიუროს, ამის შემდეგ აშშ-თან გვექნება უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირიდან პირდაპირი გრანტის საშუალებით გამოგვეყოფა 14 მილიარდიანი დახმარება, რომელიც მოხმარდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ამ ყველაფერში ხელს გვიშლის ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა დავამთავროთ ისინი”, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.