ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ტალახაძე - პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანს ხაზი არ უნდა გადაუსვა - ეს არის ჯილდო ჩემი მიღწევებიდან გამომდინარე, ამიტომ როცა პრეზიდენტი გადაგცემს ჯილდოს, ჩვენთვის სიამოვნებით მისაღებია

ლაშა ტალახაძე - პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანს ხაზი არ უნდა გადაუსვა - ეს არის ჯილდო ჩემი მიღწევებიდან გამომდინარე, ამიტომ როცა პრეზიდენტი გადაგცემს ჯილდოს, ჩვენთვის სიამოვნებით მისაღებია

სპორტსმენისთვის ნებისმიერი ჯილდო მნიშვნელოვანია. ეს ჯილდო ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და დიდი სიამოვნებით ჩავიბარებ, - ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე დასწრებაზე ყოყმანი არ ჰქონდა. ტალახაძის თქმით, პრეზიდენტის ჯილდოს სიამოვნებით მიიღებს.
„არანაირი ყოყმანი არ მქონია დღეს აქ მოსვლის იქიდან გამომდინარე, რომ ამ ჯილდოს ღებულობს ლაშა ტალახაძე. თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანს ხაზი არ უნდა გადაუსვა. მე ყოველთვის წინ ვაყენებ ჩემ წარმატებას და ქვეყანას. ეს არის ჯილდო ჩემი მიღწევებიდან გამომდინარე, ამიტომ როდესაც პრეზიდენტი გადაგცემს ჯილდოს, ჩვენთვის სიამოვნებით მისაღებია”,- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარეობს სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.