არქივი11 აგვისტო, 2024, 01:07
ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი სახელოვანი ძალოსანი დაუმარცხებელია – კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე ლაშა ტალახაძის ოლიმპიურ ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“დღევანდელი წარმატებული დღის ფინალი-მესამე ოლიმპიური ოქრო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონისგან. გილოცავთ, ლაშა ტალახაძე კვლავ ოლიმპიური ჩემპიონია!
მადლობა ლაშას ამ გამარჯვებისთვის და საქართველოს გახარებისთვის!
ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი სახელოვანი ძალოსანი დაუმარცხებელია. წარმატებები ქართველ ოლიმპიელებს და საქართველოს!”, – წერს იგი.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.