ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა პაპაშვილის „ჰეშ ბანკი“ სრულად ფუნქციონირებას მაისში დაიწყებს

„ჰეშ ბანკი“ სრულად მაისიდან გაეშვება. როგორც ციფრული ბანკის დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, ₾50 მილიონიან საწესდებო კაპიტალს, ციფრული ბანკი სწორედ მაისში შეავსებს.
„დათქმა იყო, რომ რამდენიმე პროდუქტი უნდა გავუშვათ მაისამდე, იმისთვის რომ რეგულატორისგან სრული ოპერირების საშუალება მოგვეცეს. ამიტომ ვუმიზნებთ, რომ მაისში მივიღებთ ამ სრულ ლიცენზირებას. კი ვითხოვდით შეღავათიანი კაპიტალის შევსების პროცესს, მაგრამ ალბათ ₾50-ივე მილიონს მაისში შევავსებთ.“-აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.
ცნობისთვის, ლიცენზიის პირობების თანახმად, "ჰეშ ბანკი" ამ დროისთვის სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. ციფრულმა ბანკმა ლიცენზია 2023 წლის ნოემბერში მიიღო. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პირობებით, ლიცენზიის მიღების შემდეგ, 7 თვის განმავლობაში ბანკი სატესტო რეჟიმში აგრძელებს ოპერირებს, რის შემდეგაც ის კლიენტთა მომსახურებას შეძლებს. ეს ვადა სწორედ მაისში იწურება.
წყარო: bp.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.