ლაშა დიაროვი – ივანიშვილის პარტია დღეს იღებს „რუსულ კანონს“ – ჩვენ, ახალგაზრდები და ყველა თაობის ადამიანი, ვინც აქ ვართ შეკრებილი, ამას არ დავუშვებთ!

ივანიშვილის პარტია დღეს იღებს „რუსულ კანონს“, ზუსტად იმ კანონის ანალოგს, რაც მოქმედებს რუსეთში. ჩვენ, ახალგაზრდები და ყველა თაობის ადამიანი, ვინც აქ ვართ შეკრებილი, ამას არ დავუშვებთ!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა დიაროვმა, პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა სწორედ ანალოგიური კანონის საშუალებით დაიმორჩილა ყველა ოპონენტი და გააუქმა კრიტიკული მედია.
„ივანიშვილის პარტია დღეს იღებს რუსულ კანონს, ზუსტად იმ კანონის ანალოგს, რაც მოქმედებს რუსეთში.
პუტინმა ამ კანონის წყალობით დაიჭირა ყველა მისი ოპონენტი, გააუქმა ყველა კრიტიკული მედია, გააუქმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და რუსეთი იქცა ტოტალიტარულ სახელმწიფოდ.
ზუსტად იმავეს გაკეთება სურს ივანიშვილს საქართველოში! ჩვენ, ახალგაზრდები და ყველა თაობის ადამიანი, ვინც აქ ვართ შეკრებილი, ამას არ დავუშვებთ!“ – განაცხადა დიაროვმა.
ლაშა დიაროვის განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ