ლაშა დარსალია აშშ-ში კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეებს შეხვდა – საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში მდივნის მოადგილეებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ უილიამ კიმიტი, მოადგილე ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში და ჯეფრი კესლერი, მოადგილე ინდუსტრიისა და უსაფრთხოების საკითხებში.
შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი.
შეხვედრის ამსახველ ფოტოს საგარეო უწყებამ გაავრცელა.
“მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის განვითარება სატრანსპორტო-ლოგისტიკის, რეგიონული ვაჭრობის, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების მიმართულებით. საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე. ამ კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს მზაობა მაღალი ტექნოლოგიების სექტორში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით”, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ პრესრელიზში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ჩაჩანიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ თავად ცდილობდა, გილაური როგორმე ჩაერთო პოლიტიკური პროცესში, მათ არ გამოუვიდათ, ჩვენ გამოგვივიდა და ამის გამო არის გაღიზიანება, აყვნენ დაგეგმილ ამბავს, რომელსაც ბიძინას, სუს-ის და იაგოს ხელი ეტყობა