ლაშა გეგეჭკორი: მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდ “ქართუს” და კომკავშირული სალამი მამუკა ხაზარაძეს

ჩემს ოჯახს “თიბისი ბანკიდან” მცირე ბიზნესისთვის 2007 წელს აღებული ჰქონდა 10 000 აშშ დოლარის (იპოთეკური) და 3 000 ლარის (სამომხმარებლო) სესხი, რომელსაც ვიხდიდით გრაფიკის შესაბამისად, – წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, ლაშა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ბანკი მისი ოჯახისგან ითხოვდა 12 000 ლარს, თუმცა, 2018 წელს, ფონდი “ქართუს” მიერ გამოცხადებული “სოციალური სოლიდარობის აქტის” ფარგლებში, სესხი გაუნულდა.

“რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ეს ბიზნესი ჩავარდა. სასწრაფოდ დავფარეთ იპოთეკური სესხი (მთლიანად) და სამომხმარებლო სესხის ნაწილი – 1 000 ლარი.

ანუ ბანკისთვის გადასახდელი დაგვრჩა სესხის ძირი თანხა – 2 000 ლარი. ვერ ვიხდიდით და ბანკმა “ტისკებში” მოგვაყოლა.

აი ამ 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ბანკი ჩვენგან ითხოვდა 12 000 ლარს!!!

2018 წელს, ფონდი “ქართუს” მიერ გამოცხადებული “სოციალური სოლიდარობის აქტის” ფარგლებში გადავამოწმეთ სია და დადასტურდა რომ ჩვენი სესხი განულდა.

მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდ “ქართუს” და კომკავშირული სალამი მამუკა ხაზარაძეს.

არა რუსულ სესხს!” – წერს გეგეჭკორი.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა