არქივი27 ივნისი 2025, 00:40
ლაშა ბუღაძე 29 ივნისის აქციაზე: ეს იქნება თავისუფალი ადამიანების დემონსტრაცია

"საქართველო დადექი" - 29 ივნისს, 20:00 საათზე, ხალხი ისევ რუსთაველზე იკრიბება. მწერალი ლაშა ბუღაძე, ერთ-ერთი მათგანია, რომელიც აღნიშნულ აქციას უერთდება.
როგორც მან გადაცემა “პირველ ხაზში“ განაცხადა, “ეს იქნება თავისუფალი ადამიანების აქცია,რათა ქართველმა ერმა ყველა მეგობარს აჩვენოს, რომ ისინი გამოვლენ ბოლომდე.“
მწერალი ამბობს, რომ ეს დემონსტრაცია ყველა იმ ადამიანის სახელით გაიმართება, რომლებიც ციხეში უკანონოდ არიან გამოკეტილნი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.