ლაშა ბუღაძე: ქართული ოცნება რატომ არ იმჩნევს ამ სამკლაურებს? პატიმრების მშობლებისთვის არამზადების მიქსევა ადვილია და კვარაცხელია-მიქაუტაძისთვის არა?

"ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებიც დიდ ევროპულ გუნდებში თამაშობენ, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღმნიშვნელი სამკლაური უკეთიათ - ცისარტყელას ფერებით. ეს კარგია და ეს სწორია: თუკი გინდა იყო ცივილიზაციის ნაწილი, შესაბამის ეთიკურ და მორალურ ღირებულებებს უნდა ატარებდე. იქ არც ფარისევლობაზე დაგიხუჭავენ თვალს - ან ხარ განსხვავებულის მოძულე, ან არ. მაგრამ ქართული ოცნება რატომ ხუჭავს თვალს ამაზე? რატომ არ იმჩნევს ამ სამკლაურებს? პატიმრების მშობლებისთვის არამზადების მიქსევა ადვილია და კვარაცხელია-მიქაუტაძისთვის არა?" - წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.
ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ის კამპანიაში მონაწილეობდნენ - ისინი მატჩებზე ლგბტქ დროშითა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო სლოგანით გაფორმებული მაისურებით გამოვიდნენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.