ლაშა ბუღაძე: უბედურებას მოგიტანთ ყველაზე კეთილი და ერთგული არსებების ტანჯვა და განადგურება

მწერალი ლაშა ბუღაძე:
1910 წელს “მოდერნიზაციის” სურვილით, სტამბოლში 80 000 ძაღლი გადაიყვანეს კლდოვან და დაუსახლებელ კუნძულზე, სადაც ისინი კვირების განმავლობაში კვდებოდნენ. ზოგი გამოცურვის მცდელობისას დაიხრჩო, ზოგიც შიმშილით, ზოგიც უფრო ძლიერმა მოკლა. სტამბოლელებს განწირული ყმუილი ესმოდათ ეს კოშმარული დღეები. ბევრმა მათი სახლებში დამალვა და გადარჩენა სცადა. მათი დახოცვის ბრძანება არც სულთანს გაუცია, რადგან ფამუქის მონათხრობით, ძველი ჩვეულებით, ძაღლების დახოცვას უბედურება მოჰქონდა. სტამბოლელები დღემდე “უბედურების კუნძულს” უწოდებენ კუნძულ სივრიადას.
ქოცო, იქნებ თქვენც ასე გააკეთოთ – წყალში გადაყაროთ ძაღლები? ან როგორც ზოგიერთ ჩინურ პროვინციაშია, საჭმლად შესაღება სცადოთ ჯარისთვის ან საბავშვო ბაღებში შეიტანოთ რომელიმე მილიონერი ქოცი-დეპუტატის კიდევ უფრო გასამდიდრებლად?!
კულტურაზე და კანონზე რაღა უნდა თქვა – ხალხი როგორ ზრუნავს ცხოველებზე, უვლის, აპურებს, მკურნალობს და თქვენ კი ერთი ხელის მოსმით, ნაცისტური წესით გადაწყვიტეთ “პრობლემის მოგვარება”.
უბედურებას მოგიტანთ ყველაზე კეთილი და ერთგული არსებების ტანჯვა და განადგურება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს