პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ბუღაძე: სტალინი გაქრა, მაგრამ ნარჩენები ხომ დარჩა: ეს ნარჩენები ასამართლებენ დღეს პოეტ ზვიად რატიანს, რომლის ერთი პატარა ბწკარიც კი გადაწონის ყველაფერს, რაზეც მთელი ეს უსახო ურდო დგას...

ლაშა ბუღაძე: სტალინი გაქრა, მაგრამ ნარჩენები ხომ დარჩა: ეს ნარჩენები ასამართლებენ დღეს პოეტ ზვიად რატიანს, რომლის ერთი პატარა ბწკარიც კი გადაწონის ყველაფერს, რაზეც მთელი ეს უსახო ურდო დგას...
მწერალი ლაშა ბუღაძე:
სტალინს უკითხავს პოეტ მანდელშტამის შესახებ, რამდენს იწონისო... და პასუხს არც დალოგებია, სხვა შეკითხვა დაუსვამს იქვე - საბჭოთა კავშირი რა წონისააო. ანუ სად მანდელშტამის წონა და სად საბჭოთა კავშირის, გავსრესთო.
მოკლეს, ვერ გასრისეს… მისი ერთი ლექსიც კი საკმარისია ამის დასტურად, რომელსაც ბევრად მეტი წონა აქვს ახლა, ვიდრე პირისაგან მიწისა აღგვილ, დაწყევლილ სტალინს და მის სისხლისმსმელ რუსეთს...
... რომელმაც მოკლა პოეტი ტიციან ტაბიძე.
მოკლა პოეტი პაოლო იაშვილი.
აკრძალა პოეტი ვაჟა-ფშაველა.
თვითმკვლელობამდე მიიყვანა პოეტი გალატკიონ ტაბიძე.
სტალინი გაქრა, მაგრამ ნარჩენები ხომ დარჩა:
ეს ნარჩენები ასამართლებენ დღეს პოეტ ზვიად რატიანს, რომლის ერთი პატარა ბწკარიც კი გადაწონის ყველაფერს, რაზეც მთელი ეს უსახო ურდო დგას... რა ძალა თქვენ გაქვთ?
მეცოდებით, რამდენი ბოდიშის მოხდა მოუწევთ თქვენს შთამომავლებს პოეტის "გასამართლების" გამო...
და რომ ვერც ხვდებით ამას...
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.