ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ბუღაძე: სინამდვილეში ეშინია, გადარჩენა უნდა სანქციებისგან და მრავალ სალტო-მორტალეს აკეთებს ამისთვის

ლაშა ბუღაძე: სინამდვილეში ეშინია, გადარჩენა უნდა სანქციებისგან და მრავალ სალტო-მორტალეს აკეთებს ამისთვის
"ბ-ნი რუხაძე არის რუსული პროპაგანდისტული მედიის მფლობელი და ახლა რასაც ლაპარაკობს, პროპაგანდაა, რასაც თვითვიქტიმიზაციით, რეჟიმისგან თვალთმაქცური დისტანცირებით და ვითომდა სუბიექტური ანალიტიკით ცდილობს. სინამდვილეში ეშინია, გადარჩენა უნდა სანქციებისგან და მრავალ სალტო-მორტალეს აკეთებს ამისთვის. ეს “გახსნილი საუბარიც” ოინია. მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდისტობა არაა მისი პრობლემა, არამედ ის სკანდალიც, რომელიც ლიბერთი ბანკთან და კომერციულ აფიორასთან არის დაკავშირებული, ბრიტანეთის მართლმსაჯულების ფოკუსში რომ არის მოქცეული. ახლა სჭირდება “გულახდილი” საუბარი “რადიო
თავისუფლებაზე” და ამიტომაც საუბრობს," - წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.