ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ბუღაძე: მზია ამაღლობელის წინ და უკან ტარება რუსთავიდან ბათუმში და ბათუმიდან რუსთავში იმ არაჰუმანურობის და სადიზმის გაგრძელებაა, რაც პოლიციელმა დგებუაძემ დაიწყო

ლაშა ბუღაძე: მზია ამაღლობელის წინ და უკან ტარება რუსთავიდან ბათუმში და ბათუმიდან რუსთავში იმ არაჰუმანურობის და სადიზმის გაგრძელებაა, რაც პოლიციელმა დგებუაძემ დაიწყო
მწერალი ლაშა ბუღაძე:
მზია ამაღლობელის წინ და უკან ტარება რუსთავიდან ბათუმში და ბათუმიდან რუსთავში იმ არაჰუმანურობის და სადიზმის გაგრძელებაა, რაც პოლიციელმა დგებუაძემ დაიწყო და რის გამოც სილა მიიღო ლოყაზე.
ცხადია შეიძლებოდა მზია ამაღლობელის ბათუმში დატოვება ან რაიმე სხვა ფორმის მოძებნა, რომ დაუძლურებული ადამიანი ამხელა გზაზე არ ეტარებინათ სამი დღის ინტერვალით, მაგრამ რახან ძალაუფლება ახლა ბოროტი ფსიქოპათების ხელშია, მათგან ჰუმანიზმის მოლოდინი იგივეა, სატანისგან ელოდო სილის გაწვნის მერე მეორე ლოყის მოშვერასა და შენდობის თხოვნას. ოქსიუმორონია.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.