ლაშა ბუღაძე: მარიო ვარგას ლიოსა 2019 წელს თბილისში უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ “წიგნის ცენტრის” გაუქმების და ამ ყველაფერთან დაკავშირებული გაურკვევლობების გამო გააუქმა საქართველოში სტუმრობა

“როცა მარიო ვარგას ლიოსას კითხეს, მის რომელ რომანს წაიკითხავდნენ ათწლეულების შემდეგაც, “საუბარი კათედრალში” დაასახელა… ფორმით და შინაარსით უნიკალური შედევრი. მე ის “დეიდა ხულია და სცენარისტით” შემიყვარდა და დღემდე ვფიქრობ, რომ ამაზე სასაცილო, რომანტიკული და შეშლილი რომანი ბევრი არც წამიკითხავს. მეოცე საუკუნის ბოლო ლიტერატურული გიგანტი იყო. ასევე – ჭეშმარიტი ლიბერალი და ნაციონალისტთა და პუპულისტთა მოძულე…
ლიოსა 2019 წელს თბილისში უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ “წიგნის ცენტრის” გაუქმების და ამ ყველაფერთან დაკავშირებული გაურკვევლობების გამო გააუქმა საქართველოში სტუმრობა. დასანანია, რადგან გენიოსთან უშუალო შეხების საშუალება გაგვაშვებინეს… როგორც ბევრი სხვა რამ,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?