ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ბუღაძე: ეს ლექსი დღევანდელ "იუმორინაზე" გამხიარებულ ნაგვებზე გამახსენდა

ლაშა ბუღაძე: ეს ლექსი დღევანდელ "იუმორინაზე" გამხიარებულ ნაგვებზე გამახსენდა
"მუხრან მაჭავარიანის პოეზიის დიდი თაყვანისმცემელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მისი ნიჭიერი ბრაზი და სევდა ზოგჯერ სხვისაზე მეტად მიესადაგებოდა ლუმპენ-ნუვორიშების ღორულ კმაყოფილებას. ეს ლექსი დღევანდელ "იუმორინაზე" გამხიარებულ ნაგვებზე გამახსენდა - ზედ რომ აკვდება იქ მისულ ხალხსა და ამ ხალხის დამხვედრ ოღრაშ იუმორისტებს:
" დაღონებული როა კაცი,
მესმის იმ კაცის,
გახარებული კაცის -
არ მესმის.
... ვინც გინდა, იყავ -
გინდა არქიფო,
თუ გინდა ზაქრო! -
რა გიხარია, შე შობელძაღლო? "
მართლაც, რა გიხარიათ, თქვე შობელძაღლებო?" - წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.