ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ბუღაძე: ეს არის საშიში სიგნალი სხვებისთვისაც, რადგან შეიძლება იგივე დაემართოთ დარჩენილ კრიტიკულ ტელეკომპანიებს, მერე კი ვეღარც "ქოცი" იპოვის სამართალს, როცა მას სისტემა დაჩაგრავს

ლაშა ბუღაძე: ეს არის საშიში სიგნალი სხვებისთვისაც, რადგან შეიძლება იგივე დაემართოთ დარჩენილ კრიტიკულ ტელეკომპანიებს, მერე კი ვეღარც "ქოცი" იპოვის სამართალს, როცა მას სისტემა დაჩაგრავს

""მთავარი არხი" გაქრა. ვერ გადაარჩინეს... შედეგი დამაფიქრებელი და მძიმეა: მძლავრი კრიტიკული პლატფორმა გაჩერდა... და თან ასეთ დროს! "ლიტერატურული სამკუთხედი" ამ არხის ნაწილი იყო მისი დაარსებისთანავე და არ მახსოვს შემთხვევა, როგორმე ან რაიმე ფორმით შეზღუდულიყო ჩვენი სიტყვის და ანკი ზოგადი თავისუფლება - ეს იყო ერთიანი, კრიტიკული და თავისუფალი პლატფორმა ჩვენთვის და ჩვენი სტუმრებისთვის. ეს არის საშიში სიგნალი სხვებისთვისაც, რადგან შეიძლება იგივე დაემართოთ დარჩენილ კრიტიკულ ტელეკომპანიებს, მერე კი ვეღარც "ქოცი" იპოვის სამართალს, როცა მას სისტემა დაჩაგრავს - არავინ იქნება, ვინც მის ამბავს და პრობლემას გააცხადებს და ამხელს. არადა პრობლემები ივანიშვილის ბანდას უფრო აქვს ახლა, ვიდრე ვინმე სხვას და მათი პრობლემებიც კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება! დღეს, როგორც არასდროს, წარმოუდგენლად საჭირო იყო "მთავარი არხი". მაგრამ აღარ არის... ამიტომ ჩვენი ზოგადი "ეთიკის" და ფეისბუქის ტრადიციისამებრ მოკლედ და მრავლისმთქმელი უთქმელობით უნდა ვთქვათ: "წარმატებები" ან "ხსოვნა იყოს", იქვე გულით, ან ცრემლიანი სახით, რადგან სხვა რამის თქმას აზრიც არ აქვს, როგორც ჩანს..." - წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.