პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ბუღაძე: ერთდროულად რამდენნაირ მორალურ სიმახინჯეს გამოხატავს ეს ფოტო...

მწერალი ლაშა ბუღაძე:

„ერთდროულად რამდენნაირ მორალურ სიმახინჯეს გამოხატავს ეს ფოტო – გასაგნებული ქალები, რომელთაც თავიანთი შრომით საღეჭი რეზინაც კი არ უყიდიათ ალბათ, “ბიზნესმენი”, რომელზეც ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს ეპითეტი იმიტომ აქვს, რომ სისტემის კორუფციული მმართველობის ერთ-ერთი რგოლია – ხალხის ფულის მიმთვისებელთა და ქურდთა შორის ერთ-ერთი, ვისაც სავარაუდოდ დაავალეს, რომ “კერძო თვითმფრინავით” – ასევე “კერძოდ” ქცეული ხალხისთვის მოპარული ფულით – დაებრუნებინა გასართობად წასული ქოცური ამალა… ომია მაინც, გართობას სხვა დროსაც შეძლებენ!.. არადა, ქალაქი გაიყინა, სიღატაკეში და ჭაობში იძირება ყველაფერი და მდიდარი კაცი კი ლაღად ერთობა იმ ქვეყანაში, სადაც პრინციპში ჰარემები კანონით არის დაშვებული… რა “დედის დღე?” რომელ დღესასწაულს ულოცავთ ერთმანეთს?.. ქოცური “კაცობის” უქმეებს, სადაც ქალიან-ბავშვიან-კაციანად გადათელილი და გადაჯეგილი ყავთ ამ ავაზაკებს?!“

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.