არქივი27 მარტი, 2024, 02:41
ლაშა ბუღაძე: დღეს რაც მოხდა, სპორტზე მეტია - ფეხბურთელებმა გამარჯვების საერთო ეროვნული რწმენა დაგვიბრუნეს
"მარტი გამარჯვებების თვედ დაგვებედა: შარშან რუსული კანონი დავჯაბნეთ და ევროპისკენ მიმავალი გზა დავიცავით და დღეს კი ჩვენმა თავდადებულმა ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოგვიპოვეს ისტორიული ადგილი. დღეს რაც მოხდა, სპორტზე მეტია - ფეხბურთელებმა გამარჯვების საერთო ეროვნული რწმენა დაგვიბრუნეს, რაც ასე გვაკლია ხოლმე. მადლობა მათ ამისათვის!" - წერს მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.