ლაშა ბუღაძე ამჯერად ნონა გაფრინდაშვილს “დაეჯახა”

“ვიცი, ნონა გაფრინდაშვილის გაკრიტიკება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა პროპაგანდისტებმა წაიღონ ციტატა და წერონ, რომ მე მორიგ “სიწმინდეს შევეხე”, მაგრამ მისი სიტყვები, რომ 9 აპრილს ხალხს თურმე გასაქცევი დაუტოვეს როდიონოვმა და კოჩეტოვმა და 26 მაისს კი – არა, სულ მცირე, უპატივცემულობაა რუსების მიერ 9 აპრილს მოკლული 21 ადამიანის ხსოვნის და ისტორიულად კი – უზნეო უსამართლობა.
2010 წლის 26 მაისი შემზარავი იყო – მთელი თავისი, ჩეკისტების მიერ ინსპირირებული “საპროტესტო” წინაპირობით და სისხლიანი რბევით ბოლოს, თუმცა ამ დღის 9 აპრილთან შედარება, ამორალურია და დანაშაულებრივიც კი. როგორც ჩანს, ქ-ნი ჭადრაკის დედოფალი 80-იანი წლების ბოლოს განსაკუთრებულ ემოციურ ბმულობას ვერ გრძნობდა ეროვნული პროცესების მიმართ და, სავარაუდოდ, როგორც საბჭოთა ელიტარული ნომენკლატურის ნაწილი, მაშინდელი ცეკას ხელმძღვანელობის გულშემატკივარი უფრო იყო, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხალხის.
ზოგადად კი, რაც წლები გადის, მით უფრო ვიაზრებ, როგორ, რისი და რატომ ეშინოდა ამ ნომენკლატურულ “ელიტას” საბჭოთა კაგებეს არქივების გახსნის. არსებითად, პუტჩიც ხომ დიდწილად ამ შიშების გამო “მოაწყვეს”. – წერს ლაშა ბუღაძე ფეისბუქზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით