ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ლაშა ბექაურმა, ბევრი ქართველის სათქმელი თქვა” - გია აბაშიძე ბექაურის განცხადებაზე

“ლაშა ბექაურმა, ბევრი ქართველის სათქმელი თქვა” - გია აბაშიძე ბექაურის განცხადებაზე

ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილზე განცხადება გააკეთა, რასაც გია აბაშიძე გამოეხმაურა.

“ მრავალგზის მრავალნაირი ჩემპიონობის გარდა, ეს საამაყო ახალგაზრდა, ლაშა ბექაური არის ქართველი მამულიშვილი.

უსამშობლო სალომე ზურაბიშვილისადმი პროტესტის მიუხედავად, მივიდა საპრეზიდენტო სასახლესთან, სხვა ღირსეულების მსგავსად, მიიღო კუთვნილი სახალხო ჯილდო და თქვა ბევრი ქართველის სათქმელი.

ლაშა, ღმერთმა გახაროს და წარმატებები არ მოგაკლოს შენ და ყველა ჩვენს წარჩინებულ თანამემამულეს!“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

“მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი.” - თქვა ლაშა ბექაურმა.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.