ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ბაქრაძე - ფაშისტურმა რეჟიმმა ბანკის ანგარიშები დამიყადაღა

ლაშა ბაქრაძე - ფაშისტურმა რეჟიმმა ბანკის ანგარიშები დამიყადაღა

ფაშისტურმა რეჟიმმა ბანკის ანგარიშები დამიყადაღა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე წერს.
„20 000-ის ჯარიმა გასაჩივრებული მაქვს. ეტყობა რადგანაც დატერორება მოუნდათ, ახალი - ჩემთვის უცნობი ჯარიმა დამიმატეს. ასეთი ქვეყანა შეგვიქმნეს“, - წერს ლაშა ბაქრაძე.
მეორე დღეა, საპროტესტო აქციების მონაწილე მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. მათი ინფორმაციით, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება გზის გადაკეტვისთვის გამოწერილი იმ ჯარიმების გამო მოხდა, რომელთა შესახებაც არ იცოდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.