ლაშა ბაქრაძე: პაპუაშვილი გერმანიასთან კი არ უნდა ავლებდეს პარალელს, არამედ …

“პაპუაშვილი ქოსატყუილად ჩამოყალიბდა.
გერმანულის მცოდნეს და გერმანიაში განათლება მიღებულს რუ2ის ინტერპრეტაციები არ უნდა ჭირდებოდეს, იმის გასაგებად თუ რას წარმოადგენს “გერმანიის სამეფო” და მათი თვითგამოცხადებული მეფე, რომელიც დააკავეს.
ეს შეთქმულების თეორიებით ტვინდაბნელებული ხალხი საერთოდ არ აღიარებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობას და შესაბამისად მის მთავრობას. გერმანიის რაიხი მათთვის დღემდე არსებობს. ამიტომ ამ და სხვა მსგავს დაჯგუფებებს საერთო სახელით “რაიხსბიურგერები” მოიხსენიებენ. საკუთარ პასპორტებს ბეჭდავენ და მართვის მოწმობებს, ვითომ საკუთარი ბანკიც აქვთ. არც გადასახადებს იხდიან. გარკვეული ტიპის სექტაა, ფრიკები, რომელსაც ადრე დემოკრატიული გერმანული სახელმწიფო დიდ ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ახლა უკვე საშიშ განზომილებას იღებს.
უამრავი იარაღია ამოღებული. ფინანსური მახინაციები.
სხვათა შორის, რაიხსბიურგერებისა და ქოცნების ფასეულობები ერთმანეთს ძალიან წააგავს, ისე როგორც შეთქმულების თეორიები და დიიპსტეიტობანა. ერთმანეთს კარგად გაუგებენ.
განსხვავება ისაა, რომ გერმანიაში მარგინალური დაჯგუფებაა და აქ ძალაუფლება აქვთ მიტაცებული.
პაპუაშვილი გერმანიასთან კი არ უნდა ავლებდეს პარალელს, არამედ აფრიკის მალისთან, სადაც ზუსტად გუშინ ყველა ოპოზიციური პარტია აიკრძალა,” – წერს სოციალურ ქსელში პროფესორი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ბაქრაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს