ლაშა ბაქრაძე – მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ბრძოლისთვის – მიუხედავად იმისა, რომ დრაკონული კანონები მიიღეს, საზოგადოება მაინც იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის

მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ბრძოლისთვის და მიუხედავად იმისა, რომ დრაკონული კანონები მიიღეს, საზოგადოება მაინც იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ბაქრაძემ თბილისში მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, მასშტაბური აქციებია საჭირო.
„ვფიქრობ, რომ მასშტაბური აქციები საჭიროა, რადგან ვხედავთ, რომ ნელ-ნელა პოლიცია ცდილობს, შეავიწროოს ეს პროტესტი. ასევე, ვხედავთ, რომ წარმოუდგენელი რაოდენობით 5000-ლარიანი ჯარიმები მისდით ადამიანებს. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ამ ბრძოლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დრაკონული კანონები მიიღეს, საზოგადოება მაინც იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”,- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
გარდა ამისა, ბაქრაძე გამოეხმაურა მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციას და განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ დასავლეთის ქმედებებთან დაკავშირებით მოთმინებაა საჭირო.
„ევროპაში მალე იქნება უფრო მეტი რეაგირება. მაგალითად, გერმანიაში 23 თებერვალსაა არჩევნები და სანამ ახალი მთავრობა არ ჩამოყალიბდება, ბევრს არ უნდა მოველოდეთ. ასეთი მოცემულობაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტმა მკაცრი რეზოლუცია მიიღო, უნდა ვნახოთ მთავრობები რას გააკეთებენ. მოთმინება გვჭირდება როგორც თბილისში, ისე დასავლეთთან მიმართებით, რადგან თუნდაც ამერიკაში შეცვლილი ადმინისტრაციის გამო შეყოვნებაა, რაც იმედი მაქვს მალე დასრულდება”, – განაცხადა ბაქრაძემ „ინტერპრესნიუსთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში