ლაშა ბაქრაძე აქციის მონაწილეებს – პროტესტი ყოველდღიურად, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, მაგრამ ორშაბათობით ცენტრალურ გამზირზე მთავარი აქციები მოეწყობა – მზად ხართ ორშაბათობისთვის?

რას ფიქრობთ იმაზე, რომ ორშაბათობით აქ მოეწყოს დიდი დემონსტრაცია, სადაც ჩვენ გაგაცნობთ შემდგომ გეგმებს? – ასე მიმართა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ რუსთაველის გამზირზე მდგომ აქციის მონაწილეებს.
როგორც ბაქრაძემ განმარტა, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, მაგრამ ორშაბათობით ცენტრალურ გამზირზე მთავარი აქციები მოეწყობა.
„რას ფიქრობთ იმაზე, რომ ორშაბათობით აქ მოეწყოს დიდი დემონსტრაცია, სადაც ჩვენ გაგაცნობთ შემდგომ გეგმებს, შემდეგი კვირისთვის და დაინიშნოს ასეთი ორშაბათის დემონსტრაციები? მე ეს მახსოვს ჯერ კიდევ “გედეერის” პერიოდიდან, როდესაც “გედეერში” ასეთი ორშაბათის დემონსტრაციები იმართებოდა და ამას, საბოლო ჯამში, მოჰყვა კედლის დანგრევაც. მზად ხართ ორშაბათობებზე? არ ვისვენებთ, ყოველდღიურად იქნება სხვადასხვა აქცია, მაგრამ არის ერთი დიდი ცენტრალური აქცია ორშაბათობით”, – თქვა ლაშა ბაქრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე