ლაშა ბასლანძე „ქვევრში“ მომხდარზე – პარტნიორთან მომივიდა კონფლიქტი, შეურაცხყოფა მივაყენე, გაწევ-გამოწევის დროს მისმა მეგობარმა, თუ დაცვის თანამშრომელმა ჰაერში გაისროლა – მე პრეტენზია არ მაქვს, პოლიცია თუ პასუხს მოსთხოვს ჰაერში სროლაზე, მათი საქმეა

ჩემს პარტნიორთან მომივიდა კონფლიქტი, მისი უღირსი საქციელის გამო – გაწევ-გამოწევის დროს, მისმა მეგობარმა, თუ დაცვის თანამშრომელმა რაღაც გაფორმებული იარაღით, ჰაერში გაისროლა,- ამის შესახებ ლაშა ბასლანძემ გუშინ, რესტორან „ქვევრში“ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, მას მომხდართან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს.
„ჩემს პარტნიორთან მომივიდა კონფლიქტი, მისი უღირსი საქციელის გამო. შეურაცხყოფა მივაყენე… დაზიანებამდე საქმე არ მისულა. გაწევ-გამოწევის დროს მისმა მეგობარმა, თუ დაცვის თანამშრომელმა, რაღაც გაფორმებული იარაღით, ჰაერში გაისროლა. რესტორნის თანამშრომლებმა იარაღი წაართვეს და პოლიციას გადასცეს. ეს არის მთელი ამბავი. მე პრეტენზია არ მაქვს – პოლიცია თუ პასუხს მოსთხოვს ჰაერში სროლაზე, ეს მათი საქმეა“, – აცხადებს ლაშა ბასლანძე „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას.
ცნობისთვის, გუშინ, რესტორან „ქვევრში“ სროლა იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
„ქვევრის“ მფლობელის, შალვა ტიბუას ადვოკატის, თამარ აბესაძის ინფორმაციით, ლაშა ბასლანძე, როგორც მეიჯარე არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც მფლობელმა მას ხელშეკრულება შეუწყვიტა, აღნიშნულმა ფაქტმა კი ლაშა ბასლანძე გაანაწყენა და რესტორანში მეპატრონეს თავს დაესხა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა