არქივი27 ოქტომბერი 2025, 19:57
ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა

ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას მისი მეგობარი ამიკო ჯანელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ბიზნესმენის გარდაცვალების მიზეზი.
არსებული ინფორმაციით, ლაშა ბასლანძე იტალიაში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში მისი ბოლო აქტივობა იყო 27 ოქტომბრის ღამის საათებში. კერძოდ, ბასლანძემ გამოაქვეყნა ფოტოები იტალიიდან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.