არქივი21 იანვარი 2024, 19:22
ლაფანყურში 3 ადამიანი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, პირმა თანასოფლელების მისამართით სანადირო თოფიდან ისროლა
თელავის მუნიცპალიტეტში პირმა სამი თანასოფლელი დაჭრა.
შემთხვევა სოფელ ლაფანყურში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები ქუჩაში ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, ერთმა სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სამი მეზობელი დაჭრა.
დაშავებულები სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის ორ კლინიკაში მოათავსეს.
ექიმის თქმით, დაჭრილებს ოპერაცია უტარდებათ.
რა გახდა მომხდარის ზუსტი მიზეზი, ჯერ უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.