ლატვიის სეიმმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას

ლატვია მხარს უჭერს ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას – ამის შესახებ 23 ნოემბერს მიღებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება ქვეყნის სეიმის პრესსამსახური.

“სეიმის დეპუტატები მოუწოდებენ სხვა წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ ევროკომისიის რეკომენდაციებს და დაამტკიცონ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე წლის ბოლომდე. პარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს, დაუყოვნებლივ მოამზადონ და დაამტკიცონ სა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩო”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

როგორც სეიმის ევროპულ საქმეთა კომისიის ხელმძღვანელი ედმუნდ ჩეპურიტი აღნიშნავს, კიევმა და კიშინიოვმა “დიდი სამუშაო” ჩაატარეს ევროინტეგრაციის მიმართულებით, მიუხედავად უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი აგრესიისა და მოლდოვის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ოპერაციებისა.
სეიმი ასევე ურჩევს უკრაინასა და მოლდოვას, გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება.
უკრაინის პრეზიდენტმა მ 21 ნოემბერს, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კიევში ვიზიტის დროს, თქვა, რომ უკრაინამ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო ყველა გადაწყვეტილება.

თავის მხრივ, შარლ მიშელმა კიევში განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად დეკემბერში “რთულ” შეხვედრას მოელის.

ასევე დაგაინტერესებთ

ვენეციის კომისია – ვწუხვართ, რომ კანონი მიღებულ იქნა პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა – ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს

ვენეციის კომისია – კანონის მიერ გამოხატვის, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში