ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლატვიის საგარეო უწყება - მმართველი ელიტა რეპრესიული ქმედებებით ქართველ ხალხთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს

ლატვიის საგარეო უწყება - მმართველი ელიტა რეპრესიული ქმედებებით ქართველ ხალხთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს

ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის მორიგი ძალადობრივი დემონსტრირებით, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„უახლესი რეპრესიული ქმედებებით მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს“, - აცხადებენ უწყებაში.
ლატვიის საგარეო უწყება ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში მხარდაჭერას უცხადებს.
„სრული მხარდაჭერა ქართველების მიმართ თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მათ სწრაფვაში“, - აღნიშნულია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.