ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ლატვიის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარების მხარდაჭერაზე ვესაუბრე” – ზურაბიშვილი

“ლატვიის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარების მხარდაჭერაზე ვესაუბრე” – ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლატვიის პრეზიდენტს, ედგარ რინკევიჩს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
“ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩს ქართველი ხალხის ურყევი სურვილის მხარდაჭერაზე ვესაუბრე – ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ერთად უფრო ძლიერები ვართ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, რამდენიმე შეხვედრა გამართა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.