ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლატვიის პრეზიდენტმა, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარ რინკევიჩმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ მან რიგაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს ჰაუბიცებს, საბრძოლო მასალებს და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. ასევე, ბრიფინგზე ორი ახალი ხელშეკრულების გაფორმებაც გამოცხადდა.
"დღეს მე ვაცნობე უკრაინის პრეზიდენტს დახმარების შემდეგი პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს ჰაუბიცებს, 155 მმ-იან საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, რაკეტებს, ყუმბარებს, ვერტმფრენებს, დრონებს, საკომუნიკაციო მოწყობილობებს, გენერატორებს და აღჭურვილობას... სეიმმა მხარი დაუჭირა 500 მილიონ ევროზე მეტის გამოყოფას რეკონსტრუქციის პროგრამისთვის სამი წლის განმავლობაში. სწორედ ეს პროგრამა იქნება კონცენტრირებული ჩერნიგოვის რეგიონზე", - აღნიშნა რინკევიჩმა.
ლატვიის პრეზიდენტის განცხადებითვე, მისი ქვეყანა განიხილავს, როგორ დაეხმაროს ევროკავშირის ვალდებულებას, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდებაზე, მათ შორის მათ შეძენაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.