ლატვიის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა მისალოცი ტექსტი სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა:
„გულთბილი მილოცვები ქართველ ხალხს და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. საქართველო როდესაც გზაჯვარედინზე დგას, მე ვადასტურებ ლატვიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი, რომელიც ხალხმა აირჩია. გადაწყვეტილების დროა“.
საქართთველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ლატვიის საგარეო სამინისტრომაც, რომლის განცხადებაში საუბარია ლატვიის მტკიცე მხარდაჭერაზე ევროპული გზისადმი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია.
„ლატვია ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო სურვილებს გადასცემს. ლატვია ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული გზისადმი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია”, – ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება